მთავარი არჩევნები 2020 წინასაარჩევნო პერიოდში პროდასავლური პარტიები ფეისბუკზე აქტიურობენ, ხოლო ანტიდასავლურ პარტიებს შედარებით ნაკლები კომუნიკაცია...

წინასაარჩევნო პერიოდში პროდასავლური პარტიები ფეისბუკზე აქტიურობენ, ხოლო ანტიდასავლურ პარტიებს შედარებით ნაკლები კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ე.წ. DFRLab ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალურ მედიაში პროდასავლური პარტიები მეტ თანხას ხარჯავენ და მეტად აქტიურობენ, ვიდრე ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიები.

ციფრული კვლევის ლაბორატორიამ სააგენტო On.ge-სთან თანამშრომლობით, კვლევის შედეგი გამოაქვეყნა. კვლევმ აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე ანტიდასავლური და პრორუსული პარტია მონაწილეობს, რაც საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის რიკს აძლიერებს.

ანტიდასავლურ პარტიებად ლაბორატორია  „პატრიოტთა ალიანსს“, „თავისუფალ საქართველოს“, „ქართულ მარშსა“ და „ქართულ იდეას“ მიიჩნევს.

DFRLab-მა პოლიტიკური პარტიების გვერდები გამომწერების რაოდენობის მიხედვით დაალაგა და პარტიების ვირტუალური აქტივობა ასე შეადარა.

თუ გამომწერების რაოდენობას დავაკვირდებით, ლიდერობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტია „გირჩი“, რომელთაც თითქმის თანაბარი რაოდენობის აუდიტორია ჰყავთ –  დაახლოებით 155 000 მომხმარებელი. „თავისუფალი საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ გამომწერების რაოდენობით მე-8 და მე-9 ადგილებს იკავებენ. „ქართულ მარშსა“ და „ქართულ იდეას“ კი შედარებით მცირე აუდიტორია ჰყავთ –  5 100 და 4 500 გამომწერი. საერთო ჯამში, პროდასავლურ პარტიებს ბევრად უფრო დიდი აუდიტორია ჰყავთ, ვიდრე ულტრამემარჯვენე ანტიდასავლურ პარტიებს.

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab via CrowdTangle

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, შედარებით მცირე ვირტუალური აუდიტორია შეიძლება იმის შედეგია, რომ პარტიების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მომხმარებელს არ იზიდავს, ან ეს გვერდები სოციალურ მედიაში აქტიურობას პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ.

საარჩევნო პერიოდში პარტიების სოციალურ ქსელებში აქტიურობამ მოიმატა.  ზაფხულის პერიოდში გაიზარდა „ქართული მარშის“ სტატუსების რაოდენობა. ამის მიუხედავად, ეს პარტია ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე სხვა პარტიები.

რაც შეეხება ინტერაქციის მაჩვენებელს, ამ მხრივ ორი ანტიდასავლურ პარტია „ქართულ მარში“ და „ქართულ იდეა“  ლიდერობენ (5.02 და 1.44). ეს ფაქტორი მიუთითებს, რომ შესაძლოა ამ პარტიებს ცოტა მომხმარებელი ჰყავთ, მაგრამ პარტიის სტატუსებს ისინი სხვა პარტიების მხარდამჭერებზე მეტად იწონებენ.

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab via CrowdTangle

კვლევამ   ფეისბუკის ყალბი ანაგრიშებიც შეისწავლა, რომლებიც სტატუსებზე აზრს გამოხატავენ.  მაგალითად  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ სტატუსზე აზრი უცხოური სახელების მქონე ანგარიშებიდან გამოითქვა.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ასკვნის, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში პროდასავლური პარტიები ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის ფეისბუკს აქტიურად იყენებენ, ანტიდასავლური პარტიები კი შედარებით პასიურობენ. მათ მიერ განთავსებული სტატუსების რაოდენობა, ისევე, როგორც რეკლამებზე დახარჯული თანხა, საგრძნობლად ჩამოუვარდება კონკურენტებისას.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend