მთავარი კულტურა უფასო კონცერტი

უფასო კონცერტი

პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის განწყობაზე იქონია გავლენა. კოსოვოს ფილარმონიის ორკესტრი კარანტინისა და ვირუსისგან დათრგუნული მოქალაქეების გამხნევებას უფასო კონცერტით შეეცადა და, 2020 წლის პირველი მარტის შემდეგ, კოსოვოს ფილარმონიის ორკესტრმა პირველი კონცერტი გამართა.

კოსოვოს ორკესტრი წელს 20 წლის იუბილე უსრულდება, თუმცა ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება მოუხდა.

ორკესტრის რეჟისორ ბაკი ჯაშარი:

„ჩვენი გზავნილი ისაა, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად კაცობრიობას წინ ვერაფერი აღუდგება, ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ და არ დავნებდებით. ჩვენ ვბრუნდებით და ყოველთვის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრების“

ორკესტრის მევიოლინე ვისარი, რომელი გერმანიაში დეტმოლდის მუსიკალურ უნივერსიტეტში სწავლობდა, 2012 წლიდან კოსოვოს ფილარმონიის კონცერტმაისტერია.  პანდემიის ფონზე ჩატარებული კონცერტი მისთვის ნამდვილი ბედნიერებაა.

„კონცერტზე დასწრება სასიამოვნო შეგრძნებაა. მართლაც ბედნიერებაა, მაგრამ თან უცნაურია, იმიტომ, რომ  ორკესტრში ისეთი განწყობაა, თითქოს აქამდე ერთად რასდროს დაგვიკრავს. ახლა კი დისტანციის და ყველა სხვა წესის დაცვით ვუკრავთ, რაც ცოტა გვაბნევს, მაგრამ მაქიმუმს ვაკეთებთ აუდიტორიისთვის,”- განაცხადა ვისარმა.

კონცერტი სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდა. დასწრება მხოლოდ 40-მა მაყურებელმა შეძლო.

ორკესტრმა, რომელსაც ალბანელი დირიჟორი გრიდი კრაჯა ხელმძღვანელობდა, 63 მუსიკოსისგან შედგება და კონცერტზე ორ უცხოურ და ხუთ ალბანური პიესა შეასრულა.

ევროპაში ვირუსით მეორე ტალღის ფონზე, არავინ იცის უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენი ასეთი უფასო კონცერტი ჩატარდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend