მთავარი COVID-19 პირბადე ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს - ახალი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში

პირბადე ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს – ახალი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში

კორონავირისთან დაკავშირებით მითებისა და დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება. ამჯერად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის საშიშია.

25 ოქტომბერს ფეისბუკმომხმარებელმა საჯარო ჯგუფში “კორონა აფიორა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პირბადის ტარებას უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

მანამდე სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის სიტყვები, თითქოს პირბადეების ტარება ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს, რაც ეს ფაუჩიმ ჯერ კიდევ 2008 წელს იცოდა. ამ ყალბი ინფორმაციის მიმწოდებელ წყაროდ  დასახელებული იყო ვინმე ანა ვონ რეიცი, რომელიც თითქოს  ფაუჩთან ერთად მუშაობდ. პოსტს თან ერთვოდა რეიცის ფოტოც, თუმცა მისი პროფესიული გამოცდილება მითითებული არ იყო.

ანალიტიკურმა პორტალმა „მითების დეტექტორმა“ ეს პოსტი ყალბ ინფორმაციებს მიაკუთვნა.

ფაუჩის კვლევის მიხედვით, “ესპანური გრიპის” პანდემიის დროს პაციენტების დიდი ნაწილი დაიღუპა არა უშუალოდ გრიპით, არამედ ბაქტერიული პნევმონიის შედეგად, მაგრამ ამის გამომწვევ მიზეზად პირბადეების ტარება კვლევაში ნახსენები არ არის.

როგორც „მითების დეტექტორში“ აღნიშნავენ, დეზინფორმაციის ავტორი ანა ვონ რეიცია, რომელმაც ეს ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, შემდეგ კი მისი სიტყვები იუმორისტულ პლატფორმაზე აღმოჩნდა. მას არ უმუშავია ფაუჩთან ერთად და არც მედიცინის მუშაკია. როგორც გაირკვა,  ანა ვონ რეიცი ინტერნეტაქტივისტია.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, აუცილებელია პირბადის სწორად ტარება და მისი ხშირი გამოცვლა, მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში კი პირბადე კარგად უნდა გაირეცხოს. როგორც სპეციალისტების დიდი ნაწილი განმარტავს, პირბადე კორონავირუსის პრევენციის ყველაზე სანდო საშუალებების რიცხვში შედის.

უახლესი

სხვა ამბები