მთავარი კუბი ჰაკერული თავდასხმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე

ჰაკერული თავდასხმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეიზდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. 27 ოქტომბერს ჰაკერებმა ვებგვერდზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ცრუ შეტყობინება განათავსეს. ყალბი ტექსტის მიხედვით, ჰაკერებმა ტრამპის პირად შეტყობინებებსა და საიდუმლო ინფორმაციაზე მოიპოვეს წვდომა.

გატეხილ გვერდზე მითითებული იყო ერთ-ერთი კრიპტოვალუტის, მონეროს ორი ანგარიშის მისამართიც. ჰაკერები გვერდზე შესულ ვიზიტორებს სთავზობდნენ, რომ ანგარიშზე თანხა გადაერიცხათ და ამით ხმა მიეცათ, უნდა გამოქვეყნებულიყო თუ არა საიდუმლო ინფორმაცია.

მალევე გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის ტიმ მურტას პოსტიც, რომელიც ადასტურებს, რომ ვებგვერდზე შეტევა ნამდვილად განხორციელდა. თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ისიც განმარტა, რომ თავდამსხმელებს არავითარი საიდუმლო მასალა არ მოუპოვებიათ, რადგან ასეთი ინფორმაცია ვებგვერდზე უბრალოდ არ ინახება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend