მთავარი მსოფლიო ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

აზერბაიჯანის რაიონი ბარდა კიდევ ერთხელ დაბომბეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების შუამდგომლობით ჩატარებული მოლაპარაკებების თანახმად,  ცეცხლი ორშაბათიდან უნდა შეწყვეტილიყო. მიუხედავად ამის, საჰაერო დაბომბვები განახლდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბარდის დაბომბვისას 21 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ოფიციალური ბაქო შეტევის დაწყებას ოფიციალურ ერევანს აბრალებს.

სომხური მხარე ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

სომხური მედიის მიხედვით, ქალაქ სტეფანაკერტში სამშობიარო დაიბომბა. სტეპანაკერტის მოსახლეობა დაბომბვის დროს თავშესაფრში გავიდა, სადაც პირველადი დახმარების მიღებაც შესაძლებელია. დაბომბვას გადარჩენილ ადამიანებს შორის კორონა ვირუსით დაინფიცირების მრავალი შემთხვევა დადასტურდა.

უახლესი

სხვა ამბები