მთავარი მოგზაურობა ესპანეთის სამზარეულოს საიდუმლო

ესპანეთის სამზარეულოს საიდუმლო

შარლოტა კანი

ესპანეთი გურმანების სამოთხეა…

ესპანური სამზარეულოს თვითმყოფადობას სურნელითა და ხარსიხით გამორჩეული  11 პროდუქტი განსაზღვრავს, რომლებიც თავისი გემოვნური თვისებებით ბევრ ადამიანს იზიდავს. ესპანური სამზარეულოს საიდუმლოს გასაგებად ჯერ ვალენსიის მთავარ ბაზარს ვეწვევით, შემდეგ სევილიაში ზეთისხილის მწარმოებლებსა და მადრიდის გურმანების მაღაზიას.

ვალენსიის სახელგანთქმული ცენტრალურ ბაზარი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია.

სამზარეულოეს შენობა თანამედროვე არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს და აქ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ყველა კუთხის პროდუქტებია თავმოყრილი.

ესპანეთში სანელებლების მრავლ სახეობას აწარმოებენ, მაგრამ არცერთი ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს როგორც ზაფრანა.

ესპანეთი ამ სურნელოვანი და კაშკაშა საკმაზის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ეს სანელებელი უმარავი კერძის შესაკმაზად გამოიყენება, მაგალითად პაელასი.

„ესპანური ზაფრანა მსოფლიოში საუკეთესიდ არის აღიარებული. ეს მცენარე ძირითადად ლა მანჩაში მოდის და თითქმის ყველა ესპანური კერძის საკმაზად გამოიყენება,“ – ამბობს დომინგო როდრიგეს ლოპესი, სანელებლების დახლის მესაკუთრე.

ესპანეთში 16 გეოგრაფიული დასახელების ახალი ხორცი არსებობს და თითოეული თავისი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. ხორცის დახლის მფლობელი კარლოს ანდრე კელდა განმარტავს, რომ მის დახლზე წარმოდგენილი ხორცის სახეობები ესპანეთის ყველა კუთხიდან მოდის და უმაღლესი ხარისხისაა.

„ ხორცის სახეობები, რასაც დახლზე ხედავთ, ესპანეთის ყველა კუთხიდან არის წარმოდგენილი, ხორცი ტრადიციის სრული დაცვით იწარმოება და მხოლოდ ესპანურ ჯიშებს ვიყენებთ. ხარისხი შესანიშნავია,“ – გვიხსნის   კარლოს ანდრე კელდა.

ახლა ტკბილეულზე გადავინაცვლოთ. ესპანეთში გავრცელებული სასუნავი ტურონი არაბული სამზარეულოდან შევიდა.

სამზარეულო

„ტურონის ორი ყველაზე გემრიელი სახეობაა ადგილწარმოშობის მიხედვით: რბილი ტურონი ჯიჯონადან და ალიკანტეს ტურონი. ეს სასუსნავი მხოლოდ ნუშისგან მზადდება, ძირითადად ცნობილი მარკონას ნუშისგან. მის შემადგენლობაში, ნუშის გარდა, შედის თაფლი, ცოტა შაქარი და კვერცხის ცილა. ამ პროდუქტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ მთლიანად ადგილობრივი ნუშისაგან მზადდება,“ – განმარტავს სუპერმარკეტის მფლობელი დიეგო მოლინა.

ზეთისხილი ესპანელების საყვარელი პროდუქტია და ამ ქვეყანაში მრავალი სახის ზეთისხილს აწარმოებენ

სამზარეულო

„აი, ეს ნაყოფი ტიპური ვალენსიური ზეთისხილია. ეს ზეთისხილი კორდობადან არის, თუმა აქ ვალენსიურ ინგრედიენტებს ვურევთ. ეს ნაყოფი მორონ დე ლა ფრონტერადან არის, სევილიიდან. ესეც სევილიის ზეთისხილია, არაჰალსა და ალჯარაფეშია  მოწეული. გვაქვს ასევე გრანადა ზეთისხილი  ელ არაჰალიდან და შავი ზეთისხილებიდან გვაქვს ალიკანტესა და სარაგოსას ზეთისხილი,“- ასე წარმოადგენს  თავის პროდუქტს ლუის ალაბო ბალესტერი,ზეთისხილის დახლის მესაკუთრე.

ესპანეთი ზეითუნის ზეთის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ზეთის უმეტესი ნაწილი ანდალუზიაში იწარმოება.

ზეთის სახდელი საწარმო „ჰასიენდა გაზმანი“ ალვარო გუილენის ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამ კომპანიის ისტორია ხუთ საუკუნეზე მეტს ითვლის. დღეს ეს კომპანია ზეთისხილის 300 ჰექტარ პლანტაციას ფლობს და უმაღლესი ხარისხის ორგანულ  ზეთს აწარმოებს. ზეთისხილს ხელით კრეფენ, ტრადიციული მეთოდით, ისე რომ, ხის ტოტები არ დაზიანდეს.

სამზარეულო

თანამედროვე ტექნოლოგებს აქ მხოლოდ ზეთის ხარისხის შესამოწმებლად იყენებენ. ზეითუნის ზეთს განსაკუთრებული გემოვნური თვისბებეი რომ ჰქონდეს, მწარმოებლები მრავალ ექსპერიმენტს ატარებენ.

„აქ, ანდალუზიაში, ერთნახადი ზეითუნის ზეთის დაწურვის  ოსტატები გავხდით.  უამრავი კვლევა ჩავატარეთ, რომ პრემიუმკლასის სხვადასხვა სახეობის ზეთი მიგვეღო, განსხვავებული სურნელითა და შეფერილობით. გვინდა, ისეთი ზეთი დავწუროთ, რომ მისი დაგემოვნება ღვინოსავით სასიამოვნო იყოს,“ – გვიხსნის„ჰასიენდა გაზმანის“ მარკეტინგის მენეჯერი ირენე ტრუხილო.

მადრიდში გურმანების მაღაზიაში ესპანური დელიკატესებს შორის გამოყვანილი ლორი და სოსისებიც იყიდება. ეს ხორცპროდუქტები სპეციალურად გამოყვანილი საქონლისა და ღორის ხორცისაგან არის დამზადებული.

„აი, ეს ლორი განსაკუთრებულია…იგი მზადდება ისეთი ღორის ბარკლისგან, რომელიც ორი წლის განმავლობაში მხოლოდ რკოთია ნაკვები. ღორი ტყეშია  გაშვებული და ოქტომბრიდან მარტამდე სულ მოძრაობს, რკოთი და სოკოთი იკვებება, რის გამოც მისი ხორცი ძალიან გემრიელია,“ – განმარტავს მაღაზიის მენეჯერი ალვარო გომესი.

უახლესი

სხვა ამბები

სამზარეულოსამზარეულო