მთავარისაქართველოთბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

გურამ წიბახაშვილის ამ ახალ ექსპოზიციას „ასვლა“ ჰქვია. ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის დოკუმენტური და კონცეპტუალური ნამუშევრები თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში გამოიფინა. სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ექსპოზიციაც ამ მუზეუმში მოამზადეს.
როგორც თავად ავტორი ამბობს, ამ გამოფენის კონცეფცია კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობებს, სიყვარულსა და თავისუფლებას უკავშირდება. გამოფენა რეტროსპექტიულია, გურამ წიბახაშვილის 1988-2016 წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და თითქოს ფეხდაფეხ მიჰყვება საქართველოს უახლეს ისტორიას.
გურამ წიბახაშვილის გამოფენა მისი ოჯახის წევრების გარეშე გაიხსნა – მის შვილებს, ლადოსა და გიგა წიბახაშვილებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა. გურამის მეუღლე, მანანა ჯავაშვილი, ერთი დღით იყო დაკავებული და გამოფენის პრეზენტაციას მოგვიანებით შეუერთდა.
გამოფენის სანახავად უამრავი ხალხი შეიკრიბა თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში. გურამ წიბახაშვილის ნამუშევრების ამ უჩვეულო და განსაკუთრებული ექსპოზიციის ნახვას ფოტოგრაფიის მოყვარულები კიდევ 3 თვის განმავლობაში შეძლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend