მთავარისაქართველოევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველო უპრეცედენტოდ კრიტიკულად შეფასდა

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველო უპრეცედენტოდ კრიტიკულად შეფასდა

გაფართოების ანგარიში, რომლითაც ევროკომისია ტრადიციულად კანდიდატი ქვეყნების პროგრესს აფასებდეს, საქართველოს რეგრესზე საუბარს დაეთმო. გაფართოების საკითხებში ევროკომისარს რთულად თუ ახსენდება შემთხვევა, როდესაც კანდიდატმა ქვეყანამ დემოკრატიული და ევროპული რელსებიდან ამ სიჩქარით გადაუხვია.

წლიური შეფასება უპრეცედენტოდ კრიტიკულია, რომელიც თითქმის ყველა სფეროში უკუსვლით გამოირჩევა. მისი მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ არსებულ პირობებში საქართელოს ევროპისკენ გზა უბრალოდ არ აქვს და კანდიდატიც მხოლოდ ფურცელზე დარჩება – თუ საქართელოს მთავრობა მიდგომებს არ შეცვლის. მიზეზად ავტორები ქვეყანაში ბოლო წლებში გაუარესებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებენ. დემოკრატიული უკუსვლა დოკუმენტში არაერთგზის გვხვდება, მეტწილად ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და მმართელობის თავებში.

“საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს რეალური გზა ევროკავშირში, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. საქართელო ახლა მხოლოდ სიტყვიერად არის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ვცდილობდით სანქციების დაწესებას მთავრობის იმ წევრებზე, რომლებიც ძალადობას მიმართავდნენ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ საქართველში. ამ დროისთვის საკითხზე ყველა წევრის თანხმობა არ გვაქვს, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას სხვა გზების საპოვნელად ამაზე რეაგირებისთვის”,- აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

“საქართელოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დემოკრატიის სერიოზული უკუსვლით. აქამდე  უკუსვლაზე ამდენი საუბარი შესაძლოა  გაფართოების არცერთ ანგარიშში არ ყოფილა. ჩვენ ვნახეთ სამართლის უზენაესობის სწრაფი ეროზია, ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვა. საქართელოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს მისი კურსი. საქართელოს მოქალაქეები ითხოვენ ევროპულ მომავალს და მათ ჩვენი მხარდაჭრა აქვთ. კომისიისთვის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის დღეისათის მხოლოდ ფურცელზე არსებობს. ზოგადად კონკრეტული მექანიზმები წევრი ქვეყნების ხელშია, თუმცა ნოემბერში იმედია ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალ მექანიზმს,რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები.   მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართელოს მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მთავრობა მათ ეუბნება, რომ  ისინი ევროკავშირში შეჰყავთ. ძვირფასო საქართელოს მთავრობავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ ისინი მიგყავთ ევროკავშირისგან შორს. თუ ევროკავშირზე სერიოზულად საუბრობთ, მაშინ  მოუსმინეთ თქვენს ხალხს, შეწყვიტეთ ოპოზიციონერების და ჟურნალისტების,ასევე განსხვავებული აზრის მქონე ადამიენბის დაკავება – მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ“, – თქვა გაფართოების საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა, მარტა კოსმა.

ევროკომისრებზე მეტი 90 გვერდიან დოკუმენტში ითქვა, რომელშიც ავტორებს ბოლო პერიოდის არცერთი გარდამტეხი მომენტი არ გამორჩენიათ. ოპონენტების დაკავება, არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვა, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევა, ინსტიტუციების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარება,  პოლარიზაციის გაღრმავება,  ეუთო ოდირისა თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულვებელყოფას და ბევრი სხვა – ის მიზეზებია, რომლის გამოც ევროპული ბლოკი ქვეყანას ნეგატიურ შეფასებას უწერს და ევროინტეგრაციის პერსპექტივებს უწუნებს.

“2023 წლის დეკემბერში,  ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გატარდებოდა რელევანტური რეფორმები, რომლებიც 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციევბით იყო გათვალისწინებული. ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კი, 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა  საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის კურსი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას და პრაქტიკულად იწვევს პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას. 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ წუხილი გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო. შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრების პროცესი 2028 წლამდე. ევროკავშირის  2024 წლის გაფართოების პოლიტიკის თანახმად, კომისია ასკვნის,რომ თუ საქართელო არ დაუბრუნდება ევროკავშირის გზას და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გაატაროს საკვანძ რეფორმები, კომისია არ იქნება იმ პოზიციაზე, რომ საქართელოსთვის მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია გასცეს. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ გაეგრძელებინა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის პროცესი, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა გადახვევა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებული ვალდებულებისგან — უზრუნველყონ ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა შემდგომი რეპრესიული ქმედებები, რაც ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ფუნდამენტურ ღირებულებებთან”, – ვკითხულობთ 2025 წლის გაფართოების ანგარიშის ქართულ ნაწილში.

ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენთი შემთხვევით არ გაკეთებულა. ევროკომისიას შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს ხ_ელისუფლების აქტიურობა ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული ნარატივებსა და მტრული რიტორიკის გავრცელებაში. მანიპულაცია, კონსპირაცია, რუსული ტიპის დეზინფორმაცია – ასე აფასებს მას ანგარიში “ქართული ოცნების” ნარატივებს.

„საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციას მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას, თუმცა თანმიმდევრულად ეწევა მტრულ ანტიევროპულ რიტორიკას, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას, რომლებიც ხშირად რუსული ტიპის დეზინფორმაციას ჰგავს. ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები, განსაკუთრებით კი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი   ყოველდღიურად დისკრედიტირდება დეზინფორმაციის გზით მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების, მმართველი პარტიისა და მისთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან.ევროკომისია ქართველი ხალხისადმი თავის ურყევ მხარდაჭერასა და ევროპული მომავლისკენ ქართველების მხარდაჭერის გაგრძელებისთვის თავის მზაობას იმეორებს.საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედების კურსი უნდა შეცვალოს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს“, – წერია დოკუმენტში.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების წლიური შეფასება არაერთ მიმართულებასა და კომპონენტს მოიცავს, რომლითაც ბრიუსელი თბილისის მზაობას აფასებს გახდეს ევროკავშირის წევრი.

ერთადერთი პოზიტიური მიმართულება, რომელიც დოკუმენტში გამოიკვეთა ეკონომიკაა. ამ მხრივ საქართელომმთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 9.4% შეადგენს,რითიც ქვეყანამ სხვა კანდიდატ ქვეყნებს მნიშვნელოვნად გაუსწრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend