მთავარიმსოფლიორუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი, პეკინში დღეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის დროს სი ძინპინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ორმხრივი ინვესტიციების გაფართოება და თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, აეროკოსმოსური სფერო, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ეკონომიკა.

ხოლო რუსეთის პრემიერ-მინისტრმა კი ისაუბრა ორშაბათს, ჩინეთის პრემიერთან, ლი ციანთან შეხვედრის შედეგებზე  და ისაუბრა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი პირობების შექმნა და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა, აგრეთვე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განმტკიცება.

„მთავრობის დონეზე, ჩემს კოლეგა ლი ციანთან ერთად ვმუშაობთ კოორდინირებულად, რათა უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები წარმატებით შესრულდეს. გუშინ ჰანჯოუში გაიმართა რუსეთისა და ჩინეთის მთავრობების მეთაურების 30-ე რეგულარული შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი და დავსახეთ ახალი მიზნები ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ხელსაყრელი პირობების შექმნა ორმხრივი ინვესტიციების მოსაზიდად  და ერთობლივი პროექტების მხარდასაჭერად . ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მყარ კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებს, რომლებიც დაფუძნებულია რუსეთისა და ჩინეთის ხალხებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების კარგ ტრადიციებზე”, – განაცხადა მიხაილ მიშუსტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend