,,საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს”, – განცხადება პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
,,როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობაში აღნიშნულია ისიც, რომ ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით დღესვე მიმართავენ.


