რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკისა და „რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის” 22 წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ის ძალადობრივად ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და ტერორისტული საზოგადოების შექმნის მუხლებს უკავშირდება, რომლებიც 15 დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ე.წ. ეფესბეს შავ სიაში მოხვდა ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა, პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, მოჭადრაკე გარი კასპაროვი და სხვები.
„ანტისაომარი კომიტეტი“ რუსმა დისიდენტებმა უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შექმნეს,რითიც საზოგადო მოღვაწეები და აქტივისტები პუტინის ომს დაუპირისპირდნენ უკრაინაში.
ამ ორგანიზაციის წევრები „უცხოურ აგენტად“ არიან გამოცხადებული, მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაში ცხოვრობს. ორგანიზაცია თანამშრომლობდა ვეროპის საბჭოსთანაც, რაც მოსკოვისთის არასასურველი ფაქტორი იყო.


