„ეს შესაძლოა ყველასთვის ცუდად დასრულდეს. და უპირველესად, თვითონ ტრამპისთვის“ – რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებას უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ შესაძლო მიწოდების თაობაზე მუქარით პასუხობს.
„ტრამპმა თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი არ დაარეგულირებს უკრაინის კონფლიქტს, ეს მისთვის ცუდად დასრულდება. მოკლედ, ასმეერთედ დაგვემუქრა.
თუ „ბიზნესმენ-მშვიდობისმყოფელს“ „ტომაჰავკების“ მიწოდება ჰქონდა მხედველობაში, მაშინ იგი ცდება. ამ რაკეტების მიწოდება შეიძლება ყველასთვის ცუდად დასრულდეს. და უპირველესად, თვითონ ტრამპისთვის“, – წერს მედვედევი „ტელეგრამ არხზე”.


