მთავარიამერიკააშშაშშ-ში უამინდობის გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა

აშშ-ში უამინდობის გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა

ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს რეგიონში უამინდობაა. ციკლონმა თოვლი, ტემპერატურის მკვეთრად დაცემა  და მასშტაბური შეფერხება გამოიწვია.

ყველაზე რთული ვითარება ჩრდილოეთ კაროლინაშია.  ქალაქ შარლოტისა და მის შემოგარენში ქარიშხალი და  30 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლია. შტატის აღმოსავლეთ ნაწილში კი თოვლის საფარმა ზოგიერთ რაიონში 45 სანტიმეტრსაც მიაღწია.

სტიქიამ დააზარალა  სატრანსპორტო საშუალებები. FlightAware-ის მონაცემებით, შაბათს აშშ-ში 2 800-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ყველაზე მეტი რეისი შარლოტის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა.

ქარიშხალმა პრობლემები შექმნა საავტომობილო გზებზეც. ქალაქ შარლოტის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ათობით სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.  შტატის ხელისუფლების ცნობით, უამინდობამ 1000-ზე მეტი ავარია გამოიწვია, დაღუპულია 2 ადამიანი.

შტორმის შედეგებს ისევ ებრძვიან სამხრეთის სხვა შტატებში, სადაც ყინვის გამო ათასობით ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, უკიდურესად ცივი ამინდი რეგიონში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend