რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა სრულად დაიკავეს უკრაინის ქალაქ სივერსკი. თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ აღმართავენ ჯარიკაცები რუსეთის დროშებს.
საოკუპაციო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა და სხვა ოფიცრებმა ქალაქ სივერსკის დაკავების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინს ვიდეოჩართვის დროს აცნობეს.
პასუხად, ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა მისი მტკიცება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე ინარჩუნებენ სტრატეგიულ ინიციატივას.
„ყველა მიმართულებით კარგი იმპულსია. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების განთავისუფლება თქვენი და გენერალური შტაბის გეგმების შესაბამისად სტაბილურად და რიტმუ ლად მიმდინარეობს და სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია“, – თქვა პუტინმა.
უკრაინაში არ ადასტურებენ, რომ ქალაქი სივერსკი საოკუაპციო ძალების კონტროლის ქვეშაა. ფეიქბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებენ უკრაინული ძალები.
“მტერი სივერსკში შეღწევას მცირე ჯგუფებად ცდილობს, იყენებს რა არახელსაყრელ ამინდს – მაგრამ მათი უმეტესობა ქალაქის მისადგომებთან ნადგურდება“, – ამბობენ კიევში.
ქალაქი სივერსკი კრამატორსკიდან და სლავიანსკიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს დონბასში.
რუსეთი უკვე მრავალი წელია დონბასის რეგიონის სრულ ოკუპაციოას ცდილობს. რეგიონის ნაწილს ამ დრომდე აკონტროლებს უკრაინა.
მოსკოვმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ აიღო ქალაქი პოკროვსკი, საგზაო და სარკინიგზო კვანძი, რომელიც დონეცკში მდებარეობს, მაგრამ კიევს არც ეს ცნობები დაუდასტურებია და დღემდე ამბობს, რომ რომ ქალაქის ცენტრში ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს.

