მთავარისაქართველოპოლიტიკური პარტიების 2025 წლის შემოწირულებები

პოლიტიკური პარტიების 2025 წლის შემოწირულებები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარტიების 2025 წლის შემოწირულებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში თითქმის 7 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. აქედან თითქმის 60% – 4 145 000 ლარი კი, „ქართულ ოცნებაზე“ მოდის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ მმართველო გუნდის „მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში“ კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა 2015 წლიდან 2.51 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.

ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის ერთიან პორტალზე „ქართული ოცნების“ სექტემბრის თვის შემომწირველების შესახებ ინფორმაცია „მნიშვნელოვანი დაგვიანებით, ნოემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა“.

შემოწირული თანხის ოდენობით „ქართულ ოცნებას“ „ლელო“ მოსდევს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ სექტემბერში 2 500 000 ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. მესამე ადგილს კი „გახარია საქართველოსთვის“ იკავებს, 155 533 ლარით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend