რამდენად შეძლებენ უახლესი ტექნოლოგიები ეკოლოგიურ კონცეფციაზე დაყრდნობით მთლიანად გარდაქმნან პლასტმასის გადამუშავების მეთოდოლოგია და ზოგადად ცირკულარული ეკონომიკის ინდუსტრია როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ევრონიუსი“ ავსტრიაში ჩავიდა.
ავსტრიის ქალაქ ლინცის ქიმიური პარკის შუაგულში მდებარეობს საწარმო, რომელსაც მისი დამფუძნებლები „გადამუშავებული პლასტმასის ინოვაციის ვალჰალას“ უწოდებენ. ამ საწარმოში დასაქმებული 350 თანამშრომელი ქმნის და აწარმოებს მომავლის პლასტმასის დიზაინს. ისინი უცნაური სახელის მქონე ნედლეულს – პოლიმერებს – სხვადასხვა დანამტს, ანტიოქსიდატს ან მინის ბოჭკოს ურევენ, რათა გაიგონ, რამდენად შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო სპექტრის წარმოება.

“სულ სხვადასხვა ნივთს ვამზადებთ, იქნება ეს მილი, ბამპერი, თუ კანფეტის შესაფუთი მასალა“, – ამბობს დორის მაკლი, Borealis-ის კომპეტენციის ცენტრის ნაერთებისა და გადამუშავებადი მასალების განყოფილების ხელმძღვანელი.

ეს საწარმოო ხაზები, რომლებიც ნამდვილი ფაბრიკისას ჰგავს, ავტორებს საშუალებას აძლევს, პოტენციურ კლიენტებს აჩვენონ, თუ როგორ აჩუქონ ფაბრიკის პირობებში მეორე სიცოცხლე პლასტმასის ნარჩენებს – იქნება ეს საიზოლაციო მასალა თუ სრულად გადამუშავებადი გამჭვირვალე ფირები.
აქ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ქიმიკატების მწარმოებელი ჯგუფის Innovation Headquarters of Borealis-ის ინოვაციების სათავო ოფისია, რომელიც 120 ქვეყანაში 6200 კაცს ასაქმებს.
ეს კომპანია საბაზისო ქიმიკატებს ქმნის და ირწმუნება, რომ ევროპაში პოლიოლეფინების ტიპის პლასტმასის ნედლეულის მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ეს კომპანია 120 ქვეყანაში 6200 ადამიანს ასაქმებს და ირწმუნება, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პლასტმასის ნარჩენები ინოვაციურ პროდუქტად გარდაქმნას.

“ჩვენ ამ სფეროში ბევრ სხვა ინვესტორზე ადრე დავიწყეთ ინვესტიციების ჩადება. და ახლა ერთ-ერთი ვართ იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებიც პირველად მასალას აწარმოებენ. ისინი ნარჩენებისგან იმდენად მაღალი ხარისხის მასალას ამზადებენ, რომ ძალიან დახვეწილი ნივთების წარმოებისთვის გამოდგეს. მე არ ვგულისხმონ სათლს ან გრანულას. ჩვენ უბრალოდ ხელმეორედ კი არ ვამუშავებთ, არამედ გადამუშავების უფრო მაღალ საფეხურზე ავდივართ“, – განმარტავს სტეფან დობოცკი, კომპანია Borealis-ის ხელმძღვანელი.
ამ ჯგუფში აღიარებენ, რომ პლასტმასის ნარჩენების აღკვეთის ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზა ის არის, რომ გარემოში აღარ დაყარონ ისინი. ამიტომ 2017 წელს კომპანიამ წამოიწყო პროექტი, სახელწოდებით STOP, რომელიც ინდონეზიაში პლასტმასის ნარჩენების პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.

“ინდონეზია იმიტომ ავირჩიეთ, რომ ნარჩენების 60% არ გროვდება, რაც ნიშნავს, რომ მას ან წვავენ, ან ნაგავსაყრელზე ყრიან, ან – მდინარეში და საბოლოოდ ის ოკეანეში ხვდება. პროექტის მიზანია, ნარჩენები აღარ მოხვდეს გარემოში, რაც საზოგადოებისთვისაც სასარგებლო იქნება. ეს სისტემა სამ პარტნიორ ქალაქში დავნერგეთ. 600 ათასზე მეტი ადამიანი ჩავრთეთ ნარჩენების მართვაში და 260 ადგილობრივი დავასაქმეთ,“ – ამბობს მარკუს ჰორჩერი, Borealis-ის ვიცე-პრეზიდენტი მდგრადობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
ავტორი: ხულიან გომესი

