მთავარიევროპაუკრაინაუკრაინამ ამერიკულ მხარეს „სამშვიდობო გეგმაზე“ პასუხი წარუდგინა

უკრაინამ ამერიკულ მხარეს „სამშვიდობო გეგმაზე“ პასუხი წარუდგინა

უკრაინამ ამერიკულ მხარეს წარუდგინა პასუხი „სამშვიდობო გეგმაზე“, რომელზეც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო კვირების განმავლობაში მუშაობდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საერთაშრისო გამოცემა Axios-ზე დარყდონობით ავრცელებს.

Axios-ის ცნობით, „უკრაინელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ოთხშაბათს უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის უახლეს პროექტზე პასუხი დაუბრუნა.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-იც. ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამერიკულ ან უკრაინულ მხარეებს ჯერ არ გაუკეთებიათ.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ „სამშვიდობო გეგმის“ უკრაინულ და ევროპულ წინადადებებზე მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე დასრულდა და ამ დოკუმენტს ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწვდიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend