TIME-ის 2025 წლის ადამიანად „ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები“ დასახელდნენ. „მოაზროვნე მანქანების ეპოქის შექმნისთვის, კაცობრიობის გაოცებისა და შეშფოთებისთვის, აწმყოსა და მომავლის გარდაქმნისათვის“- ასე დაასაბუთა ცნობილმა გამოცემამ საკუთარი გადაწყვეტილება.
TIME-ი აღნიშნავს, რომ 2025 წელს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი „ხმაურით გამოჩნდა“, თანაც უკან დასახევი გზის გარეშე.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა წელს ნამდვილად მიიქცია მსოფლიოს ყურადღება და არაერთ სფეროში შეიჭრა, TIME-ის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გასაკვირი ნაკლებად უნდა იყოს.
2025 was the year when artificial intelligence’s full potential roared into view, and when it became clear that there will be no turning back.
For delivering the age of thinking machines, for wowing and worrying humanity, for transforming the present and transcending the… pic.twitter.com/mEIKRiZfLo
— TIME (@TIME) December 11, 2025
„წლის ადამიანად დასახელება ძლიერი საშუალებაა, რათა მსოფლიოს ყურადღება მივმართოთ იმ ადამიანებისკენ, ვინც ჩვენს ცხოვრებას ცვლის“, – დაწერა TIME-ის მთავარმა რედაქტორმა, სემ ჯეიკობსმა გადაწყვეტილების განმარტებაში. „და წელს არავის ჰქონია უფრო დიდი გავლენა, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებმაც წარმოიდგინეს და შექმნეს AI.“


