მთავარისაქართველო„გაუარესებულ ურთიერთობებზე“ საუბრების პარალელურად, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

„გაუარესებულ ურთიერთობებზე“ საუბრების პარალელურად, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანული სახელმწიფოს მედია ბაქოსა და თბილისს შორის გარკვეულ უთანხმოებაზე წერს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე „ხაზი გაესვა მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს“, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად  და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად“.

მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა საქართველოს საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს ქართული მხარე განზრახ აფერხებდა აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების გადაადგილებას.

ბაქოსა და ერევანს შორის სარკინიგზო კავშირი არარსებობის გამო, აზერბაიჯანი სომხეთისთვის განკუთვნილი საწვავის ტრანზიტს საქართველოს სთხოვდა.

ამავე მედიასაშუალებების მიხედვით, თბილისი ბაქოსგან გარკვეული საფასურის გადახდას მოითხოვდა, ტვირთების გატარების სანაცვლოდ.

8 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საქართველოს რკინიგზა“ ტვირთის ტრანსპორტირებას ერთჯერადად, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend