მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის და აშშ-ის დელეგაციებმა ჟენევაში განახლებული სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს

უკრაინის და აშშ-ის დელეგაციებმა ჟენევაში განახლებული სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს

აშშ-ისა და უკრაინულმა მხარეებმა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა რუსეთის ომის დასრულებისა და სამშვიდობო გეგმის განახლებული ვერსია შეიმუშავეს.

„დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო“,  – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

მხარეები ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის განსახილველად შეხვდნენ.

ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები, შეთანხმდნენ, რომ დელეგაციები სამშვიდობო გეგმაზე მუშაობას გააგრძელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:11:10
00:01:49
spot_imgspot_img
Send this to a friend