მთავარიაზიასირია„მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი” - სირიის პრეზიდენტი „ალ-ქაიდაზე” კითხვას პასუხობს

„მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი” – სირიის პრეზიდენტი „ალ-ქაიდაზე” კითხვას პასუხობს

ვაშინგტონში ისტორიული ვიზიტისა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან წარმატებული აუდიენციის შემდეგ – სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაამ ფოქს ნიუსის ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით ოვალურ კაბინეტში შეხვედრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთბების მომავალი, სირიაში ინვესტიციები და ის ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო, რომლის ფარგლებშიც სირია აშშ-სთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს და ამჟამად შტატების მოკავშირედ გამოიყურება.

ამის მიუხედავად, სირიის ლიდერმა თავი ვერ აარიდა მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ მთავარ კითხვას, რომლის მიხედვითაც, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრი იყო. ამის გამო ის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

“მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ ახალგაზრდა. იმ დროისათვის არ გამაჩნდა გადაწყვეტილების მიღების არანაირი ძალაუფლება. ამასთან კავშირი არ მქონია, „ალ-ქაიდა“ არ იყო წარმოდგენილი ჩემს ტერიტორიაზე. ასე რომ ამ საკითხზე არასწორ ადამიანს ესაუბრებით. ჩვენ ვგლოვობთ ყველა მოქალაქეს,რომელიც მოკლეს. ჩვენ ვიცით, რომ ადამიენები იტანჯებიან ომისგან, ფასს სწორედ რიგითი მოქამაქეები იხდიან,მათ ომისთის მძიმე საფასუსრის გადახდა უწევთ”, – აღნიშნა სირიის ლიდერმა.

სირიისა და აშშ-ის ლიდერები გლობალური კოალიციის ფარგლებში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებთან ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. როიტერი წერს, რომ  ამ დაჯგუფების სამიზნე თავად ალ-შარააც გამხდარა, კერძოდ ამ დროისათის ისლამური სახელმწიფოს მიერ მისი მკვლელობის 2 მცდელობაა აღკვეთილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend