ინდოეთის დედაქალაქ დელიში ავტომობილის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია, დაზიანდა რამდენიმე მანქანა.
ინციდენტი ერთ-ერთი მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივი მედიის მირ გავრცელებულ კადრებში დაზიანებული ავტომობილები და პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია ჩანს. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებას ძლიერი ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი აფეთქებულ ავტომობილს უკან მოჰყვებოდა.
უსაფრთხოების რეჟიმი გამკაცრებულია დელის საერთაშორისო აეროპორტში, მეტროსადგურებსა და სახელმწიფო შენობებში.
წითელი ფორტი, სადაც აფეთქება მოხდა, ოდესღაც იმპერიული სასახლე იყო, ძველი დელის ერთ-ერთი ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილი.

