მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში ისრაელის მიერ გადაცემული ცხედრები დაკრძალეს

ღაზის სექტორში ისრაელის მიერ გადაცემული ცხედრები დაკრძალეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ისრაელში ასობით ცხედარი გადმოასვენეს. მათგან 38 ჯანდაცვის მუშაკებმა 10 ნოემბერს დაკრძალეს.

10 ოქტომბერს მხარეებს შორის დადებული ზავის ამოქმედების შემდეგ ისრაელმაც პალესტინის მხარეს 315 ცხედარი გადასცა.

იმის გამო, რომ ადგილზე  დნმ-ის ანალიზის კლევა შეუძლებელია,  ჯერჯერობით მხოლოდ 91 ცხედრის ინდენტიფიკაცია მოხერხდა.

ჯანდაცვის მუშაკებმა 38 გარდაცვლილი  ცენტრალური ღაზის სასაფლაოზე დაკრძალეს.

პალესტინელებმა  წლების წინ გატაცებული ერთ-ერთი მძევლის ნეშტი გადასცეს ისრაელს.   ამის სანაცვლოდ  ისრაელმა დამატებით 15 პალესტინელის ცხედარი დააბრუნა, ისინი ხან-იუნისში, ნასერის საავადმყოფოში, გადაასვენეს.

ამჟამად  ღაზაში მხოლოდ ოთხი მძევლის ცხედარი რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend