მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში გაეროს კლიმატის სამიტი COP30 დაიწყო

ბრაზილიაში გაეროს კლიმატის სამიტი COP30 დაიწყო

ბრაზილიაში გაეროს ყოველწლიური კლიმატის სამიტი COP30 დაიწყო .ორი კვირის განმავლობაში ქვეყნების წარმომადგენლები იმსჯელებენ, როგორ შეაჩერონ კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგები მაშინ, როდესაც დედამიწის საშუალო ტემპერატურა ძალიან სწრაფად იმატებს,  მსოფლიო კი ვერ ახერხებს ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარების შემცირებას.

ტყეების მასობრივი გაჩეხა და ნახშირბადის ემისიების ზრდა დედამიწის კლიმატს კიდევ უფრო ართულებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ გლობალური დათბობის ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად ემისიების შემცირებაა საჭირო.

წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივ ტომებს, ხალხს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა მიწას, წყალსა და ტყეებს და რომელსაც, როგორც წესი,  ნაკლებად უსმენდნენ საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს.

სამიტზე განიხილება ახალი გლობალური ინიციატივა. 70-ზე მეტ  ქვეყანას შესთავაზებენ ფინანსურ მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეაჩერებენ  ტყის გაჩეხას. უკვე მოძიებულია 5.5 მილიარდი დოლარი, საბოლოო მიზანი  125 მილიარდის მობილიზებაა.

კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე შესამჩნევია. საგრძნობლად გახშირდა  ძლიერი ქარიშხლები, ხანძრები და ფართომასშტაბიანი წყალდიდობები. ქარიშხალი „მელისა“, მეცნიერების შეფასებით, სწორედ ოკეანეების დათბობის გამო გაძლიერდა.

აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები წელს სამიტს არ ესწრებიან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

მოლაპარაკებები ბელემში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება,  შეძლებს თუ არა მსოფლიო შეთანხმების პირობების შესრულებას.

უახლესი

სხვა ამბები

00:11:10
00:01:49
spot_imgspot_img
Send this to a friend