მთავარიამერიკააშშაშშ-ის სენატმა კანონპროექტი მიიღო, რომლის მიზანიც ე.წ. „შათდაუნის” დასრულებაა

აშშ-ის სენატმა კანონპროექტი მიიღო, რომლის მიზანიც ე.წ. „შათდაუნის” დასრულებაა

აშშ-ის სენატმა მთავრობის ე.წ. „შათდაუნთან“ დაკავშირებით, რომელიც ამერიკის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეწყვეტას გულისხმობს, დასრულების შესახებ კანონპროექტი მიიღო და წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა.

კანონპროექტს 60-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 40 კი წინააღმდეგი წავიდა. სენატის „დემოკრატი“ წევრების მცირე ჯგუფმა „რესპუბლიკელებთან“ ერთად მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების განახლებულ ზომებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა.

დემოკრატები „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ ფარგლებში გაძლიერებული სუბსიდიების გაგრძელებას ითხოვდნენ, რაც მილიონობით ამერიკელს დაზღვევის შეძენაში დაეხმარებოდა.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნის” დასრულებისთვის, რომელიც 40 დღეს გაგრძელდა, ახლა საჭიროა, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც მიიღოს. ამის შემდეგ კი კანონპროექტი თეთრ სახლში გადაიგზავნება და მას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend