მთავარისპორტილეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხეს

ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხეს

ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხეს. ოფიციალური ცერემონია უინძორის სასახლეში გაიმართა, სადაც მეფე ჩარლზ III-მ სპორტსმენს რაინდის წოდება მიანიჭა. ამიერიდან მას სერ დევიდ ბექჰემად მოიხსენიებენ.

დევიდ ბექჰემი აღნიშნავს, რომ ეს მისი კარიერისა და საზოგადოებრივი საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაა.

50 წლის სპორტსმენს რაინდის წოდება მიენიჭა სპორტისა და ქველმოქმედების სფეროში გაწეული დამსახურებისთვის, ორი ათწლეულის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობისა და საქველმოქმედო ორგანიზაციაში მალარიის აღმოფხვრის კამპანიაში მონაწილეობისთვის.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლონდონის მიერ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებაში.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend