მთავარისაქართველოექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

ექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

ექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ თავს დაეხსნენ. იგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჰყვება, რომ აეროპორტიდან ტაქსით მომავალს მანქანამ გზა გადაუჭრა – ამ მანქანიდან გადმოსულმა უცხო პირებმა მას უთხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ, გააღეს კარი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ტერორისტები არიან, შუა გზაში, შუა ქალაქში ტაქსის გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს“,- განაცხადა გიორგი ახობაძემ. ექიმი ამბობს იმასაც, რომ პოლიციას დილის ექვსი საათისთვის დაუკავშირდა, თუმცა ადგილზე არავინ მისულა.

გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციების იმ ათობით მონაწილეთაგან ერთ-ერთია, რომელიც გასული წლის დეკემბერში სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მან პატიმრობაში რვა თვე გაატარა. საბოლოოდ კი სასამართლომ ექიმი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიორგი ახობაძეს ნარკოდანასაულს ედავებოდნენ. თავად ბრალდებული ექიმი ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას დაკავებისას „ჩაუდეს“ და რომ მისი სხისხლის სამართლის საქმე „რევანში და შურისძიება“ იყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend