მთავარისაქართველოსაპროტესტო აქცია კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან

საპროტესტო აქცია კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ აქ ერთი დღით ადრე, საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, რომლის შედეგადაც დაშავდნენ დემონსტრანტები და ჟურნალისტები.

„ეს ძალადობა არათუ შეგვაშინებს, არამედ გამოიყვანს უფრო მეტ ადამიანს“ – ამბობენ აქციის მონაწილეები, რომლებიც განმარტავენ, რომ „ითხოვენ სამართლიანობას”.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებიც.

„ხალხის მასობრივი გამოსვლა იქნება ყოველდღიურად. მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ. ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება”, – განაცხადა ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend