სამართლებრივი ოპერაცია თუ გეოპოლიტიკური აქტი? ბაქოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დღითიდღე მძიმდება.
მას შემდეგ, რაც ეკატერინბურგში საპოლიციო რეიდს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, აზერბაიჯანი რუსეთის მიმართ ხისტ ნაბიჯებს არ ერიდება. ბაქო რუსეთის მოქალაქეების დაკავებას განაგრძობს. მოსკოვში აზერბაიჯანის დემარშს გადამეტებულად მიიჩნევენ, თუმცა საპასუხო განცხადებებში სიფრთხილეს ინარჩუნებენ.
უკავშირდება თუ არა აზერბაიჯანის პასუხები უფრო ფართო სტრატეგიას, შეასუსტოს რუსული გავლენა რეგიონში და როგორ ხვდება რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ძველი პარტნიორების დისტანცირებას. კავკასიური პოლიტიკა, ენერგეტიკა, სტრატეგიული ობიექტები – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მკვლევარი ზაზა შენგელია საუბრობს.