სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ ამბობს, რომ მისმა იურისტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ხუთშაბათს გამართულ სასამართლო სხდომას.
ბოიკოტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იმამაღლუმ განაცხადა, რომ ბოლო წუთს უკანონოდ შეიცვალა სასამართლო პროცესის ჩატარების ადგილი.
სხდომა თავდაპირველად ცენტრალურ სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოში იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო წუთს შეცვალეს გადაწყვეტილება და ჩაატარეს სილივრიის ციხეში, სადაც ამჟამად ქალაქის მერია დაპატიმრებული.
იმამოღლუმ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოწმეს, როდესაც სახალხო პარტიის სხვა თანამდებობის პირების სხლისსამართლებრივი დევნის საკითხი განიხილებოდა. ეს ერთ-ერთია იმამოღლუს წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე საქმიდან.
პროკურორები ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. სასამართლო სხდომა სექტემბრის ბოლოსთვის გადაიდო.
იმამოღლუ 19 მარტს სხვა ცნობილ თურქ პოლიტიკოსებთან ერთად, კორუფციისა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო დააკავეს.
მის დაპატიმრებას ქვეყანაში ქაოსი და ისეთი მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, როგორებიც თურქეთში ათწლეულებზე მეტია არ ყოფილა.
დემონსტრაციების დროს, რომლებიც ხშირად ძალადობრივ სახეს იღებდა, ასობით მომიტინგე დააკავეს.
იმამოღლუს ერდოღანის 22-წლიანი მმართველობის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევენ, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია.
თუ რომელიმე საქმეში დამნაშავედ ცნეს, იმამოღლუს შეიძლება აეკრძალოს საჯარო თანამდებობის დაკავება ან თანამდებობაზე კენჭისყრა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.