მთავარიევროპარუსეთი„რუსეთი შესაძლოა, გეგმავდეს ბალტიის ქვეყნებს ბელარუსიდან შეუტიოს“ - ციხანოვსკაია

„რუსეთი შესაძლოა, გეგმავდეს ბალტიის ქვეყნებს ბელარუსიდან შეუტიოს“ – ციხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოვსკაიამ Euronews-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმისა და შეჭრის პლატფორმად გამოიყენონ.

ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ შემოდგომაზე რუსეთსა და ბელარუსში დაგეგმილი მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ბელარუსში ბოლო სამხედრო წვრთნები უკრაინაზე თავდასხმით დასრულდა“, – თქვა ციხანოვსკაიამ.

ბელარუს ხალხზე საუბრისას, ციხანოვსკაიამ თქვა, რომ მათ მეზობლებთან ბრძოლა არ სურთ.

„შესაძლოა, იძულებულნი იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იბრძოლებენ. იმედი მაქვს, რომ ხალხი გაქცევას ან მხარის შეცვლას ამჯობინებს ლიტველებთან ან პოლონელებთან ბრძოლას”,  – თქვა ციხანოვსკაიამ.

მისივე თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის საზოგადოებას იძულებით მილიტარიზაციაში რთავს.

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არიან ახალგაზრდები ძალიან ჩართულნი ამ მილიტარიზაციაში სკოლებში, უნივერსიტეტებში”, – განმარტა მან.

მისი თქმით, ამ გზით ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს მოსახლეობისთვის აჩვენოს, რომ არსებობს გარე მტერი, რომლის წინააღმდეგაც უნდა გაერთიანდნენ – იგივე სტრატეგიას, რომელსაც მოსკოვი იყენებს.

„მათ სურთ აჩვენონ, რომ ჩვენ გვყავს გარე მტრები, ვიღაცას სურს ჩვენთან შემოიჭრას, ამიტომ ამბობენ, რომ ცდილობენ ერი მოამზადონ მომავალში შესაძლო საფრთხისთვის“, – აღნიშნა ციხანოვსკაიამ.

ამასთან, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს იმედი აქვს, რომ ეს ტაქტიკა ბელარუსში არ იმუშავებს.

„არა მგონია, რომ იგივე მეთოდმა ბელარუს ერთანაც იმუშაოს, რადგან ბელარუსებს ნამდვილად არ ესმით, როგორია მეზობლის წინააღმდეგ ბრძოლა და მეზობლების მოკვლა“, – თქვა ციხანოვსკაიამ.

„ჰკითხეთ თქვენს დაზვერვას, რას გეგმავს რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში?“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვაში 2 ივნისს.

აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ნატოს ცხრა წევრი ქვეყნის ჯგუფის წინაშე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა მათ მეტი ძალისხმევა გასწიონ ბელორუსის ტერიტორიიდან მომავალი რუსული საფრთხის წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend