მთავარისაქართველო13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ორი ადამიანი.

სტიქია 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო – მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და „მზიურის“ პარკი.

წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend