„მარადიულნი:ყველაფრიზმი“- ასე ჰქვია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებაც გუშინ, 9 ივნისს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. მანამდე ფილმის პრემიერა ბათუმში შედგა. დოკუმენტური ფილმი პოეტის, მხატვრის და მკვლევრის ილია ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოგვითხრობს. აქ ასევე აღწერილია რამდენად დიდი როლი ითამაშა ილია ზდანევიჩმა ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაციაში. ფილმის ავტორი კი ჟურნალისტი და წამყვანი ბერდია კუტუბიძეა.