მთავარიევროპაავსტრიაავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

ასევე არიან დაშავებულები. ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სკოლასთან დაახლოებით 20 გასროლის ხმა გაიგეს.

ამ ეტაპისთვის პოლიციამ განაცხადა, რომ ოპერაცია დასრულებულია და საფრთხე აღარ არსებობს.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სკოლაში სროლა ერთ-ერთმა მოსწავლემ დაიწყო, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა. გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ, რომელიც თავს ბულინგის მსხვერპლად მიიჩნევდა, ცეცხლი ორ კლასში გახსნა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი სკოლის ტუალეტში იპოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend