მთავარიევროპაუკრაინა10 ივნისს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა

10 ივნისს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა.

რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქები: კიევი და ოდესა.

ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის თქმით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. საჰაერო იერიშების შედეგად, დაზიანდა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის სამშობიარო სახლი, საიდანაც მოქალაქეთა ევაკუაცია დროულად მოასწრეს.

კიევზე თავდასხმის შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, დაზიანდა სახლები, აფთიაქები და სხვა შენობები სხვადასხვა რაიონში.

დღევანდელი თავდასხმა მოჰყვა რუსეთის მიერ უკრაინაზე დრონებით მიტანილ ყველაზე მასშტაბურ იერიშს, რაც გაძლიერებული ოპერაციების ნაწილია, რომლებიც მოსკოვმა კიევის მიერ რუსულ აეროდრომებზე თავდასხმის საპასუხოდ წამოიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend