თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მარმარისის მახლობლად 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მუგლას პროვინციაში, ასევე საბერძნეთის კუნძულ როდოსზე. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 69-ს აჭარბებს, რომლებმაც ტრავმები პანიკის შედეგად მიიღეს.
ასევე დაღუპულია 14 წლის გოგონა, რომელიც პანიკური შეტევის შედეგადა დაიღუპა. მიუხედავად მიწისძვრის სიმძლავრისა, ინფრასტრუქტურა მინიმალურად დაზიანდა; ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება არ შეფერხებულა.