აშშ-ის საელჩოებმა მიიღეს ბრძანება, დაუყოვნებლივ შეაჩერონ უცხოელ სტუდენტებთან სავიზო გასაუბრებების პროცესი.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველი სტუდენტები გაივლიან უფრო კომპლექსურ შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც მკაცრად შეისწავლიან მათი სოციალური ქსელის ანგარიშებს.