მთავარიკულტურა„ქალები კინოში“ - ნიკოლ კიდმანს სპეციალური ჯილდო გადაეცა

„ქალები კინოში“ – ნიკოლ კიდმანს სპეციალური ჯილდო გადაეცა

კანის კინოფესტივალის ფარგლებში კერინგის დაჯილდოებაზე „ქალები კინოში“ ნიკოლ კიდმანს სპეციალური ჯილდო გადაეცა. დაჯილდოებაზე იმ მსახიობ ქალებს აჯილდოებენ,  რომლებიც თავიანთი კარიერითა და საქმიანობით კინოსა და საზოგადოებაში ქალების გაძლერებას უწყობენ ხელს.

მთელი კარიერის განმავლობაში ნიკოლ კიდმანი კინოში ქალების როლის გაზრდას ცდილობს. ხოლო 2017 წლიდან ძირითადად ქალ რეჟისორებთან მუშაობს.

ჰოლივუდის მსახიობმა სალმა ჰაიეკმა კინოინდუსტრიაში ქალების გაძლიერების კუთხით ნიკოლ კიდმანის როლზე ისაუბრა.

„მან ბევრი რამ გააკეთა. იგი გადაურჩა იმ სისტემას, რომელიც კინოინდუსტრიაში არსებობს. მიმაჩნია, რომ მისი ნიჭი და ნამუშევრები ქალებს ძალიან დაგვეხმარა. მისი ფილმებიც წარმატებულია.  ჩვენ, ქალებს, შეგვიძლია, უფრო თავდაჯერებული ვიყოთ. ის ნამდვილი კინოვარსკვლავია”, – ამბობს სალმა ჰაიეკი.

2025 წლის კერინგის დაჯილდოებაზე ამომავალი ვარსკვლავის კატეგორიაში კი კინორეჟისორმა მარიანა ბრენანდმა გაიმარჯვა.

„ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. როცა ჯილდოს შესახებ გავიგე, გავოცდი. მე კერინგის ფონდის საქმიანობას თვალს ვადევნებ. ისინი ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან. ჩემი ფილმი „მანასიც“ სწორედ ამ საკითხებს ეხება. ეს ჩემი პირველი მხატვრული ფილმია, რომელშიც ნიკოლ კიდმანი მონაწილეობს. ის მსოფლიოსა და კინოინდუსტრიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს”, – ამბობს მარიანა ბრენანდი.

კერინგის დაჯილდოება „ქალები კინოში“ 2015 წლიდან ტარდება. გასულ წლებში კინოინდუსტრიაში ქალთა როლის წარმოჩენისთვის სპეციალური პრიზი მსახიობებს მიშელ იოს, ვიოლა დეივისა და ჯეინ ფონდას გადაეცათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend