მთავარისაქართველოგიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა.

ის 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. გიგა ოთხოზორიას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო „მესაზღვრეებთან“. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ „მესაზღვრეები“ დაედევნნენ, მათ შორის რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო წაქცეულს თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რასაც გიგა ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე ემსხვერპლა.

ქართულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამაც, თუმცა ბრალდებული ამ დრომდე არ არის დაკავებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend