თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
მან გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომლის თანახმადაც, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის შეცვლის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ნიკა კაცია ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ან მიიმალება.

ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
იგი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და მის დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავება, 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.