მთავარიამერიკააშშაშშ-ის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი

აშშ-ის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი

აშშ-ის დაზვერვის ეროვნული დირექტორის ოფისმა  გამოაქვეყნა 2025 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ეს სამსახური პასუხისმგებელია ეროვნული დაზვერვის პროგრამის განხორციელების ზედამხედველობასა და მართვაზე. 

ოფისი თანამშრომლობს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ და სენატის მიერ დამტკიცებულ ეროვნული დაზვერვის დირექტორის მთავარ მოადგილესთან, რათა ეფექტიანად შეძლოს ეროვნულ და შინაგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაზვერვითი საქმიანობის ინტეგრირება, რაც ემსახურება ქვეყნის დაცვასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერას.

დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან  საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას,  მოიცავს როგორც სახელმწიფოებრივ, ისე სხვა ტრანსნაციონალურ ჰიბრიდულ საფრთხეებს. მთავარ სახელმწიფოებრივ აქტორებად დოკუმენტში წარმოდგენილია რამდენიმე ქვეყანა: ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოწვევები დაკავშირებულია: ტექნოლოგიურ და კიბერ, ბირთვულ და კოსმოსურ საფრთხეებთან და ჩინეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა.

შემდეგია რუსეთი. რუსეთის შემთხვევაშიც არსებობს ბირთვული, კიბერ და კოსმოსური საფრთხეები. კოსმოსურ საფრთხეებში იგულისხმება კრემლის სურვილი, ბირთვული იარაღი განათავსოს კოსმოსში.

რაც შეეხება ირანს. აქ, ისევე როგორც ჩრდილოეთი კორეის შემთხვევაში –  ბირთვულ და კიბერსაფრთხეებზეა გამახვილებული ყურადღება.   ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია აშშ-ის მიმართ ამ მტრული ქვეყნების  ურთიერთთანამშრომლობის საკითხებიც. განსაკუთრებით კი ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობაზეა აქცენტი გაკეთებული, რადგან მას, როგორც ხანგრძლივ საფრთხეს, ისე აღიქვამენ.

რაც შეეხება არასახელმწიფოებრივი აქტორებიდან მომდინარე საფრთხეებს. დოკუმენტში ეს შემდეგი სახითაა გადმოცემული:

არასახელმწიფოებრივი, ტრანსნაციონალური საფრთხეები:

·         საერთაშორისო ნარკოაქტორები;

·         მექსიკური ნარკოკარტელები;

·         კოლუმბიური ნარკოკარტელები;

ტრანსნაციონალური ისლამისტი ექსტრემისტები:

·         ISIS და ISIS-Khorasan;

·         Al-Qaeda;

·         „ჰეზბოლასა“ და „ალქაიდასთან” დაკავშირებული დაჯგუფებები;

ტრანსნაციონალური სხვა კრიმინალური დაჯგუფებები:

·         კიბერკრიმინალები;

·         ტრეფიკერები;

·         სხვა კრიმინალური ჯგუფები;

იმ ფონზე, როდესაც ევროპაში მასშტაბური სამხედრო სწავლებები ერთმანეთს ენაცვლება, სენატში სამხედრო მაღალჩინოსნებთან კონგრესმენების შეხვედრისას განიხილავენ  ძირითად თემებს, როგორებიცაა:  სარაკეტო თავდაცვა, მომავლის ოპერაციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.  ამ დოკუმენტს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება 2025 წლის ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. აშშ-ის საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის” დირექტორმა გიორგი გოგუაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend