მთავარისაქართველო97 რეკრუტი შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა

97 რეკრუტი შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზაზე  97 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების სარდლობის სხვადასხვა მხარდამჭერ ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში სამხედრო დისციპლინებში ცოდნას გაიღრმავებენ. ისინი სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფებში სამ დღეში ერთხელ 8 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალწვეულთა დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვით გაწვეულმა და საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა პირებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა მუხროვანში გაიარეს.  რეკრუტებმა სამხედრო ტოპოგრაფია, პირველადი სამედიცინო დახმარება, კავშირგაბმულობა, საინჟინრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამწყობრო მომზადება გაიარეს და საბრძოლო თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend