მთავარისაქართველოპარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ზუგდიდელ ბიზნესმენებს მოუსმინა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ზუგდიდელ ბიზნესმენებს მოუსმინა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზუგდიდში მცხოვრებმა გურამ თირქიამ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდა. მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, გიგი უგულავამ მის დისშვილს დაურეკა და ხუთი მილიონი დოლარი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.

„მირეკავს გიგი [უგულავა], თქვენი დისშვილი თბილისში არისო. ვუთხარი ჩემს დისშვილს, გუბერნატორი რეკავს-მეთქი. მომეციო და ადგა სუფრიდან, ავდექი მეც და გავყევი. ჰოდა, ეუბნება, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. ფერი შეეცვალა, რა უჭირს საქართველოს მითხარიო და რისთვის ვაგზავნი, ხომ უნდა ვიცოდეო, რაც შემეძლო, გავუკეთეო. დედამისი დასაფლავებულია ვაკეში შარტავას გვერდით, ჰოდა, იქ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მითხარითო, კონკრეტულად რისთვის გინდა ეს თანხაო. შენს ბიძასო სასტუმროს ავუშენებ ერთსო. ნუ წუხდებითო, ამას მე ავაშენებო და უარი რომ მიიღო ანზორისგან, დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო. უპასუხა, რომ ეს შეიძლება, დროებით წაართვათო ჩემ ბიძას, მაგრამ დასადგომ ადგილს საქართველოში თქვენ წაგართმევთო“, – განაცხადა გურამ თირქიამ.

კომისიის 15 მაისის სხდომაზე ასევე მოუსმინეს ზუგდიდელ ბიზნესმენ თამაზ წულაიას. მისი თქმით, კუთვნილი ბიზნესის წილების დათმობის მოთხოვნით, მასთან მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მიდიოდნენ და მისივე თქმით, უკანონო პატიმრობაშიც იყო.

„სავაჭრო ცენტრის შენობა, რომელიც წამართვეს, ღირდა სამიდან ხუთ მილიონამდე. ახალიამ რომ წაართვა ამათ ეს და გააქცია ეს ხალხი და შეაშინა, რადგან ფული არ მიიღო იმდენი, რამდენიც უნდოდა, იცოდა ამათი გაფუჭებული საქმე რა იყო, შეეშინდათ ამათ და გაიქცნენ. ორს გამოუტანეს ხუთ-ნახევარი წელი დაუსწრებლად. უნივერმაღის შენობის გარდა [ახალაიამ] წაგვართვა 21 ობიექტი. ყველაფერი წაგვართვა. ეს ყველაფერი ვის მისცა, რა გააკეთა, არ ვიცი, სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომლებიც არ არის გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა. „უნივერმაღი ენგური“ გადასცა თავის შვილს“, – განაცხადა თამაზ წულაიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend