მთავარიამერიკაურუგვაი„მეომარს აქვს დასვენების უფლება“ - ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მუხიკა გარდაიცვალა

„მეომარს აქვს დასვენების უფლება“ – ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მუხიკა გარდაიცვალა

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მუხიკა, მეტსახელად პეპე, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუხიკა ცხოვრების მოკრძალებული წესით იყო ცნობილი. ის ურუგვაის პრეზიდენტის პოსტს 2010-2015 წლებში იკავებდა. მის პრეზიდენტობას უკავშირდება სიღარიბის დონის 18-ნახევარი პროცენტიდან 9.7 პროცენტამდე დაწევა, ურუგვაის ისტორიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და აბორტებისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია.

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მუხიკა საკუთარ ფერმაში ტრაქტორს მართავს Copyright AP Photo/Matilde Campdonico

ბოლო წლების განმავლობაში მუხიკა სიმსივნეს ებრძოდა. დიაგნოზი მას 2024 წელს დაუსვეს, თუმცა მკურნალობა 2025 წელს შეწყვიტა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ვკვდები, მეომარს აქვს დასვენების უფლება“, – განაცხადა მუხიკამ ადგილობრივ ჟურნალთან ინტერვიუში. მაშინ თქვა, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იქნებოდა.

მუხიკას გარდაცვალების შესახებ ურუგვაის მოქმედმა პრეზიდენტმა იამანდუ ოსრიმ სოციალ ქსელში დაწერა.

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა პეპე მუხიკა – პრეზიდენტი, აქტივისტი, წინამძღოლი და ლიდერი. ძალიან მოგვენატრები, ძველო მეგობარო“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend