მთავარიევროპაგერმანია„დრო არ იცდის” - გერმანია რუსეთს აფრთხილებს, დღის ბოლომდე დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას

„დრო არ იცდის” – გერმანია რუსეთს აფრთხილებს, დღის ბოლომდე დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას

გერმანიის მთავრობა აფრთხილებს რუსეთს, რომ თუ დღის ბოლომდე არ დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მის წინააღმდეგ ევროპა ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებს.

ამის თაობაზე გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან კორნელიუსმა განაცხადა.

„დრო არ იცდის. დღის დასრულებამდე 12 საათია დარჩენილი და თუ ცეცხლი ამ დროისთვის არ შეწყდება, ევროპა სანქციების მომზადებას დაიწყებს“, – განაცხადა მან.

გასულ კვირას კიევში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები შეხვდნენ და თქვეს, რომ 12 მაისიდან ცეცხლი სულ მცირე 30 დღით უნდა შეწყდეს.

ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა და მხარეებს შესთავაზა მოლაპარაკებები სტამბულში გაიმართოს.

მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა: „ხუთშაბათს თურქეთში პუტინს ველოდები. პირადად“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend