მთავარიაზიაირანისატელიტური ფოტომასალა ირანის ამ დრომდე უცნობ ბირთვულ ობიექტს ასახავს - FOX NEWS

სატელიტური ფოტომასალა ირანის ამ დრომდე უცნობ ბირთვულ ობიექტს ასახავს – FOX NEWS

FOX NEWS-მა ექსკლუზიურად მოიპოვა სატელიტური ფოტომასალა, რომელიც ზოგი ექსპერტის აზრით, ირანის ამ დრომდე უცნობ ბირთვულ ობიექტს ასახავს.

ახლად აღმოჩენილი დაწესებულება, ირანის სემნანის პროვინციაში, უკვე ცნობილი ბირთვული ობიექტებისგან შორს მდებარეობს.

ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს (NCRI) ცნობით, მათ მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ ბირთვული კომპლექსი ათწლეულზე მეტია, ქიმიური წარმოების კომპანიის საფარქვეშ ფუნქციონირებს.

NCRI-ს წყაროებმა FOX NEWS-ს განუცხადეს, რომ ობიექტის მთავარი დანიშნულება ტრიტიუმის, რადიოაქტიური იზოტოპის მოპოვებაა, რაც ბირთვული იარაღის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ურანის გამდიდრებისგან განსხვავებით, ტრიტიუმის მოპოვებას ბირთვული იარაღის გაძლიერების გარდა, შეზღუდული დანიშნულებები აქვს – რაც აქარწყლებს ირანის ხელისუფლების არგუმენტს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ ენერგეტიკული ან მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

FOX NEWS-ის ექსკლუზიური ინფორმაცია, თეირანსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ირანის „ბირთვული ამბიციების“ გარშემო არსებულ შეშფოთებას აღრმავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend