მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი იმართება. დღეს, 8 მაისს, დაიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც დაზარალებულებად ცნეს და პროკურატურამ მოწმეებად წარადგინა.

წინა სასამართლო პროცესზე 11-ივე დემონსტრანტის პატიმრობის საკითხი მორიგ ჯერზე გადაისინჯა. მათი ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, პროკურატურა კი პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და 11-ივე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend