მთავარიგადაცემებიCULTმუსიკალურმა ფესტივალმა InClassica-მ მთელი მსოფლიოს კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს თავი დუბაიში მოუყარა

მუსიკალურმა ფესტივალმა InClassica-მ მთელი მსოფლიოს კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს თავი დუბაიში მოუყარა

მუსიკის დღესასწაული, სადა კლასიკური ტრადიციული მუსიკა თანამედროვეობას ხვდება – ასეთია საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი InClassica International Music Festival-ი, რომლის მე-14 გამოშვებაც ახლახან დუბაიში ჩატარდა.

ორკვირიანი ფესტივალის განმავლობაში კლასიკური მუსიკის ვირტუოზები, სოლისტები და ორკესტრები ატკბობდნენ მუსიკის მოყვარულებს. მათ შორის წარმოდგენილი იყო თანამედროვე კომპოზიტორის ალექსეი შორის ნაწარმოებებიც.

InClassica -ს ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მე-14 გამოშვება დუბაიში დაბრუნდა და რამდენიმე მუსიკალური შედევრიც ჩაიტანა. ამ ფესტივალის ორკვირიანი პროგრამა მსოფლიოში კლასიკური მუსიკის ყველაზე დიდ ობსერვატორიად იქცა. აქ თავი მოიყარეს როგორც კარგად ცნობილმა მუსიკოსებმა, ისე ამომავალმა ვარსკვლავებმა მთელი მსოფლიოდან.

წლევანდელი ფესტივალი მიეძღვნა რეზიდენტ-კომპოზიტორს ალექსეი შორს, რომლის 55-ე დაბადების დღის აღნიშვნასაც ფესტივალის მთელი პროგრამა დაეთმო.
16 კონცერტის განმავლობაში გაიბრწყინეს ტალანტებმა, რომელთა შორისაც იყო შვედი მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი, ვუნდერკინდი, რომელმაც კონცერტი ცოცხალი შესრულებით პირველად 9 წლის ასაკში გამართა.

ფესტივალის ორგანიზატორები და ხელოვანები მიიჩნევენ, რომ ეს ფესტივალი არის თანამშრომლობისა და ურთიერთკავშირის იშვიათი პლატფორმა. InClassica-ს ფესტივალი თავისი მზარდი აუდიტორიითა და საერთაშორისო აღიარების წყალობით მსოფლიო მუსიკალურ კალენდარზე იმკვიდრებს თავს.

ავტორი: ევრონიუსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend