მთავარიმსოფლიოკოსმოსში გაფრინდა ხომალდი, რომლის ეკიპაჟიც მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა

კოსმოსში გაფრინდა ხომალდი, რომლის ეკიპაჟიც მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კოსმოსში პირველად ისეთი ხომალდი გაფრინდა, რომლის ეკიპაჟის წევრები მხოლოდ ქალები იყვნენ.

კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კომპანიის „ბლუ ორიჯინის“ კოსმოსური ხომალდით, რომლის სახელწოდებაა New Shepard,  კოსმოსში 6 ქალი გაემგზავრა.  მათ შორის არაინ პოპის ვარსკვლავი კეტი პერი, ყოფილი ტელეწამყვანი გაილი კინგი და ჟურნალისტი და ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი.

ხომალდი New Shepard ორშაბათს დასავლეთ ტეხასის შტატში 105 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. ეკიპაჟის წევრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში უწონადობას მიაღწიეს, შემდეგ კი ისევ დედამიწაზე დაბრუნდნენ.

„ნეტავ, ყველას შეეძლოს იმ სიმშვიდისა და ბედნიერების განცდა, რომელიც ჩვენ იქ, მაღლა, შევიგრძენით. ყველამ უნდა განიცადოს ის, რისი გაკეთებაც ჩვენ მოგვიწია… მივმართავ მათ, ვინც ჩვენს იქ აყვანასა და შემდგომ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე იმუშავა, არასოდეს დავივიწყებ ამ ყველაფერს. როდესაც იქ ვიყავით… კეტი პერისთან ხომ არ გისაუბრიათ? იქ ძალიან რთულია, რადგან შენ უწონადობისგან ცაში დაცურავ. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, როცა უწონადობისას კეტი პერიმ “What a Wonderful World” იმღერა”, – ამბობს ტელეწამყვანი გეილი კინგი.

ეკიპაჟის წევრები იყვნენ ასევე კინოპროდიუსერი კერიან ფლინი; მეცნიერი ამანდა ნგუენი, რომელიც პლანეტებსა და ვარსკვლავებს იკვლევდა და ახლა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ ეხმარება; და NASA-ს ყოფილი ინჟინერი აიშა ბოუი, რომელმაც სამეცნიერო განათლების ხელშეწყობის მიზნით კომპანიები დააარსა.

„ახლა მე ამ არაჩვეულებრივი ქალების გვერდით ვზივარ, ჩვენ დღეს მეცნიერება განვავითარეთ. Blue Origin-თან ერთად უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარებას. ჩვენ კვლევები ჩავატარეთ არა მხოლოდ ბიოლოგიის კუთხით, არამედ შევისწავლეთ ადამიანის ფიზიოლოგია. ჩვენ უფრო მეტი გავიგეთ ქალების შესახებ.  ასევე ჩვენ გვაქვს ფრენისთვის საჭირო აპარატურა, რომლის გამოყენებაც უფრო მეტ ადამიანს შეუძლია. ეს ყველაფერი იმაზე მეტია, ვიდრე კრიტიკაა.  ახლა ჩვენ მსოფლიოს შთავაგონებთ“, – ამბობს მეცნიერი, აიშა ბოუი.

„არ ვიცი, სხვა პოპვარსკვლავები თუ ყოფილან კოსმოსში. არ მეგონა, რომ იქ ვიმღერებდი. მომინდა, ჩემთან ერთად მყოფი ასტრონავტებისთვის პატივი მეცა, ამიტომ ვიმღერე, ნაწყვეტი სიმღერიდან ‘What a Wonderful World’. ჩემი რეპერტუარიდან არ შემისრულებია, რადგან ეს კოლექტიური მოგზაურობა იყო და აქ მთავარი მე არ ვიყავი. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი მშვენიერია ჩვენი სამყარო. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ სწორედ ეს სიმღერა შეეფერებოდა იმ განწყობას. მე მას წლების წინ ვასრულებდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მას კოსმოსში ვიმღერებდი“, – ამბობს მომღერალი, კეტი პერი.

2000 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ ვაშინგტონის შტატში დაფუძნებული კომპანია „ბლუ ორიჯინისთვის“ ეს მეთერთმე კოსმოსური მისიაა.

Blue Origin-ის პირველი ტურისტული კოსმოსური მოგზაურობა 2021 წელს შედგა და მასში  თავად ჯეფ ბეზოსიც მონაწილეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend