მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპმა ჩინურ ელექტრონულ მოწყობილობებზე ტარიფები შეაჩერა

დონალდ ტრამპმა ჩინურ ელექტრონულ მოწყობილობებზე ტარიფები შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა მრავალი კითხვა გააჩინა.

პარასკევს, 11 აპრილს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა ტარიფები შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომელთა მთავარი ექსპორტიორი ჩინეთია. თუმცა ეს საქონელი სხვა გადასახადებს მაინც დაექვემდებარება.

ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ ელექტრონულ მოწყობილობებზე დამატებითი გადასახადები გზაშია, რაც ეკონომისტების აზრით, მომხმარებლებისთვის ხარჯებს გაზრდის.

„ამ გამონაკლისით, ელექტრონიკა, როგორებიცაა სმარტფონები, ლეპტოპები და სხვა გაჯეტები, ამ ე.წ. საპასუხო ტარიფებით არ დაიბეგრება, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ არსებობს წარსულში დაწესებული გადასახადები და ტრამპის ადმინისტრაციის მინიშნება იმაზე, რომ ახალი, სპეციფიკური ტარიფები გზაშია“, – ამბობს ჟურნალისტი, ვაით გრენთამ-ფილიპს.

კვირას, 13 აპრილს ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი მიესალმა სამომხმარებლო ელექტრონიკაზე ტარიფების ნაწილობრივი გაუქმების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, თუმცა შეერთებულ შტატებს ტარიფების სრულად გაუქმებისკენ მოუწოდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ვიეტნამში დიპლომატიური ვიზიტისას ორშაბათს, 14 აპრილს აღნიშნა, რომ „სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ჰყავს“ და რომ პეკინმაც და ვაშინგტონმაც სავაჭრო სისტემის სტაბილურობა უნდა დაიცვან.

“იმის გამო, რომ ელექტრონიკის დიდი ნაწილი, რომელსაც დღეს ვყიდულობთ, მიწოდების გლობალურ ჯაჭვზეა დამოკიდებული, ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ თუ არაფერი შეიცვლება, ეს პოლიტიკა კომპანიებისთვის ხარჯებს გაზრდის. ეს თავისთავად მომხმარებლებისთვის პროდუქტს გააძვირებს“, – ამბობს ჟურნალისტი, ვაით გრენთამ-ფილიპს.

ამჟამად შეერთებულ შტატებს ჩინურ იმპორტზე 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, რის საპასუხოდაც ჩინეთმა ამერიკულ იმპორტზე 125%-იანი საპასუხო ტარიფი დააწესა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend